მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

86 წლის შემდეგ პირველად, – მუსლიმთა ლოცვა აია სოფიაში

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. ტაძრის გარშემო ათასობით მუსლიმია შეკრებილი. თურქული მედიის ინფორმაციით, აია-სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება. ტვიტერში, მის გვერდზე, აია-სოფიაში მიმდინარე ცერემონიის ტრანსლაციაა გაზიარებული.

გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება.

როგორც თურქულ მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, აია-სოფიაში არსებული ფრესკები ფარდებითაა დაფარული.

აია-სოფია ბიზანტიური “ოქროს საუკუნის” სიმბოლოს წარმოადგენს. ტაძარი 324-337 წლებში შენდებოდა. კონსტანტინოპოლის დაცემამდე, ეს იყო უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1 453 წლის 29-30 მაისს, ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით, იგი მუსლიმურ სალოცავად გადაკეთდა. ამის შემდეგ აია-სოფიას ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს, თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, აია-სოფია მუზეუმად გადაკეთდა. მისი თქმით, აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა ყოფილიყო. ტაძარი დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ, სხვა, ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად, “მსოფლიო მემკვიდრეობის” ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება განახლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button