მსოფლიო

აშშ-ში ქარბუქის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC news ავრცელებს.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიამ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს მიაღწია. ამავდროულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი რეისი გააუქმეს.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button