მნიშვნელოვანირეგიონი

” მეამაყება გმირულად რომ დაიღუპა სულ მემახსოვრება, რომ ქვეყნისთვის გაწირა თავი”- უკრაინაში გმირულად დაღუპული მებრძოლი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

” მეამაყება, გმირულად რომ დაიღუპა, სულ მემახსოვრება, რომ ქვეყნისთვის გაწირა თავი”- უკრაინაში გმირულად დაღუპული ზურაბ წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი სამხედრო უკანასკნელ გზაზე, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა გააცილეს.

წიკლაურის ქალიშვილის, ლიზა წიკლაურის განმარტებით, ოჯახმა იცოდა რომ ზურაბი უკრაინაში იბრძოდა.

” ჩვენ ვიცოდით, რომ ის ომობდა, ბებოს და პაპას ეუბნებოდა, კარგად ვარო და მეც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი რიგზეა. მამის დაღუპვის ამბავი დედამ მითხრა. მეამაყება, ასე გმირულად რომ დაიღუპა და სულ კარგად მემახსოვრება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გაწირა თავი”- ამბობს დაღუპული მეომრის ქალიშვილი.

უკრაინის “ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, 31 იანვარს, აფეთქების შედეგად, ორი ქართველი მებრძოლი,.
გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური
დიღუპა.

ორივე მათგანი “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button