აშშ-ში საკვების მიმტანი რობოტი-წიწილა შექმნეს [Video]

კორპორაცია Agility Robotics-ის ინჟინრებმა ახალი მანქანა – რობოტი Cassie წარმოადგინეს. დანადგარი წიწილას ჰგავს, რომელსაც ორ ფეხზე გადაადგილება და ადამიანის მიერ გაცემული მარტივი ბრძანებების შესრულება შეუძლია.

გამოცემა Mashable-ის ინფორმაციით, Cassie-ის კონსტრუქცია 16 თვეში ააწყვეს და იგი 1 მილიონი დოლარი დაჯდა.

რობოტის კარკასი ფრინველის ჩონჩხის მიხედვით შექმნეს. Cassie-ის ქათმის ბარძაყის “ძვლები” გააჩნია. მას სამი მიმართულებით ბრუნვა, მყარად დგომა, სიარული და ჩაჯდომა შეუძლია.

ინჟინრების მტკიცებით, მათ ქმნილებას არა მხოლოდ სურსათის დარიგება და მძიმე ბარგის ტარება შეუძლია. მათი თქმით, მომავალში Cassie ჯარისკაცებს ბრძოლის ველსა და სამაშველო მისიებშიც დაეხმარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button