აშშ-ში სტიქიას 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Video]
დიდთოვლობის გამო აშშ-ში 41 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება The Associated Press.
ხალხის სიკვდილი ავტოავარიებმა, მხუთავი აირის გაჟონვამ და თოვლის გაწმენდის დროს გულის უკმარისობამ გამოიწვია. დაღუპულები ნიუ-იორკში, კენტუკიში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში, ტენესიში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში აღმოაჩინეს.
სტიქიას, არმაგედონისა და გოძილას ანალოგიით, სნოუმარგედონი და სნოუზილა უწოდეს. დიდთოვლობამ 85 მილიონი ადამიანი დააზარალა, 300 ათასი კი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. უშუქობის გამო მაღაროებში რამდენიმე სპეციალისტი დაიღუპა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, თოვლის ქარბუქი ნელ-ნელა სუსტდება და ატლანტიკის ოკეანისკენ ინაცვლებს.