ვენეციის არხებში წყლის დონემ ანომალიურად დაიკლო [Photo/Video]

საახალწლოდ იტალიის ერთ-ერთმა უმთავრესმა ტურისტულმა ცენტრმა მიმზიდველობა დაკარკა. ძლიერი მიქცევის გამო ვენეციის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არხები დაშრა, რამაც ლამიანი ფსკერის მოშიშვლება გამოიწვია, ხოლო გონდოლიერები უმუშევრად დარჩნენ. ინფორმაციას la Repubblica ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, ასევე მოშიშვლდა შენობა-ნაგებობების საძირკვლებიც, რაც მათ დაცულობას საფრთხეს უქმნის.
ვენეციაში მიქცევები წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. გემების მოძრაობასთან დაკავშირებული სირთულეები მაშინ იწყება, როცა არხებში წყლის დონე, ზღვის დონესთან შედარებით, 60 სანტიმეტრით იკლებს. წელს წყლის დონემ 66 სანტიმეტრით დაიწია, ხოლო რეკორდულად დაბალი დონე 1934 წელს დაფიქსირდა. მაშინ წყლის დონემ 121 სანტიმეტრით დაიკლო.

[print_gllr id=50723]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button