მნიშვნელოვანირეგიონი

აშშ-ში თაღლითობისთვის დაკავებულთა შორის 5 ქართველია

ნიუ-იორკში ფულის გათეთრების და თაღლითობის ბრალდება წაუყენეს 25 პირს, რომელთა უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელია.

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური პროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულთა შორის 5 ქართველია – ქეთევან სეფიაშვილი, რომან ელიოზაშვილი, მიხეილ ინაძე, თენგიზ ხუხიაშვილი და გოჩა პაპოშვილი. ქართველების გარდა დაჯგუფების წევრები იყვნენ ლატვიელები, აზერბაიჯანელები, რუსები და ყაზახები.

მათ გარდა ბრალდებულნი არიან 23 წლის ამერიკელი მიშელ ლევინსკი და 36 წლის თურქი მევლუთ იაზისი. 11 ბრალდებული ნიუ-იორკში დააკავეს, სამი ფლორიდასა და მიჩიგანში, რამდენიმე კი იძებნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button