აშშ-ში თვითმფრინავი ირემს შეეჯახა [Video]
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2017/02/hngfhd.jpg)
ამერიკის ქალაქ შარლოტში (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) ასაფრენ ბილიკზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ირემს შეეჯახა, – გვაცნობებს WJZY.
თვითმფრინავის პილოტმა და დისპეტჩერმა ხომალდის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. განხორციელდა მგზავების სასწრაფო ევაკუაცია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
სპეციალისტებმა ლაინერში საწვავის გაჟონვა დააფიქსირეს. აეროპორტის მუშაკები დაზიანებული თვითმფრინავის შეკეთებას ცდილობენ.