მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა

„მთავარი არხის” მეწილემ გიორგი რურუამ #8 პენიტენციური დაწესებულება („გლდანის ციხე”) დატოვა. რურუა საპატიმროდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

თავისუფლებას ჯერ ვერ შეგიფასებთ, მაგრამ პირველი რაც მინდა ვთქვა, არის მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს…

…პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიომრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ.

[შეთანხმების] შესრულებას არ ველოდი და ეს გასაგებია რატომაც, 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და ბუნებრივია აღარ ენდობი იმ ადამიანს, ვინც ისტყვა ბევრჯერ გატეხა.

…მემგონი თავისი ასე ვთქვათ, დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი არაფერი მქონდა.. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს მეღიარებინა დანაშაული, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, მაგრამ უარი ვთქვი, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, – განაცხადა გიორგი რურუამ.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

რურუამ ბრალი არ აღიარა. ადვოკატების მტკიცებით, მას იარაღი ჩაუდეს.გიორგი რურუა 2020 წლის 8 მარტის შეთანმების საფუძველზეც უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა.

წაიკითხეთ ასევე:

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა შეიწყალა

მსგავსი პოსტები

Back to top button