აშშ-ში ზღვის ლომის მშიერი ნაშიერი რესტორანს ეწვია [Photo]

4 თებერვლის დილით, სან-დიეგოს ფეშენებელურ სანაპირო რესტორან Marine Room-ის მუშაკებმა დარბაზში უცნაური კლიენტი აღმოაჩინეს. საუკეთესო მაგიდის სავარძელზე, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს, ზღვის ლომის ნაშიერი იყო მოკალათებული. – იუწყება CBS News.

რესტორნის შეფ-მზარეულმა, ბერნარ გილასმა ლომს სურათები გადაუღო და საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

რესტორნის თანამშრომლებმა სან-დიეგოს ოკეანარიუმ SeaWorld-დან სპეციალისტები გამოიძახეს, რომლებმაც გაარკვიეს, რომ ზღვის ლომის ახალგაზრდა მდედრი შიმშილით ძალიან იყო დასუსტებული და საჭირო ნორმის ნახევარს იწონიდა.

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი 8 თვის ასაკისაა და მხოლოდ 9 კილოგრამს იწონის. ამჟამად, მისი მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება.

მიმინარე წლის დასაწყისიდან, საკვები ბაზის უქონლობისა და უკეანის მაღალი მოქცევის გამო, SeaWorld-ის სპეციალისტებმა 40 ზღვის ლომი გადაარჩინეს. როგორც ცნობილი გახდა, გასულ წელს ოკეანარიუმმა სხვადასხვა სახეობის ათასამდე ზღვის ცხოველი შეიფარა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28859″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button