მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინას 1100 ე.წ. „თვითმკვლელ დრონს“ მიაწოდებს

ქვეყანაში ომის 253-ე დღე დასრულდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, სამხედრო დახმარების ახალ ჩარჩოში აშშ უკრაინას მიაწოდებს 1100 ე.წ. „თვითმკვლელ დრონს“ – Phoenix Ghost-ს, ასევე 250 ჯავშანმანქანას (M1117), 40 სამდინარო ჯავშანკატარღას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Hawk-ს და 90 ერთეული Т-72 -საბჭოთა ტანკს, რომლებიც ჩეხეთს ჰქონდა შეიარაღებაში რაც შეეხება თვითმფრინავებს, პენტაგონს უკრაინაში მათი მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.
ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა.

გამოყოფილი სახსრების ნაწილი მოხმარდება გერმანიაში, უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებას, სხვათა შორის, სამხედრო პერსონალის წვრთნას.
მისი თქმით, აშშ და ნიდერლანდები ერთობლივად გადაიხდიან ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს.

„ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ასე რომ, ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები” , – განაცხადა სინგმა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონმა 4 ნოემბერს.

შეიარაღების უდიდესი ნაწილი წარმოებული ან აღდგენილი იქნება საგანგებოდ უკრაინისთვის და მათ არ გამოიტანენ საწყობებიდან.

ამიტომ მათი მიწოდება სავარაუდოდ, დასრულდება 2023 წლისთვის. თებერვლის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის და სხვა აღჭურვილობის აშშ-მა უკრაინას სახით გამოუყო 18 მილიარდი დოლარი.

კიევს ადრე უკვე მიაწოდეს 700 ცალი Phoenix Ghost-ი.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მისცემს მოწინავე საჰაერო სისტემებს მიმდინარე თვის დასაწყისში, რაც უკავშირდება რუსეთის მხრიდან დამანგრეველ სარაკეტო თავდასხმებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button