მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ავსტრიელ ხალხს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას პოლიციის მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრიელ ხალხს“, – აცხადებს მაიკ პომპეო.

შეგახსენებთ, 2 ნოემბერს ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე თავდასხმები მოხდა, რის შედეგადაც, დაღუპულია სულ მცირე 2 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუცმა ფაქტს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავები კიდევ ერთ თავდამსხმელს ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button