ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ფოთის საქალაქო სასამართომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს, ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გათავისუფლების მიზნით გირაოს სახით 5 ათასი ლარი შესთავაზა , თუმცა მოსამართლე დავით კეკენაძემ არ გაიზიარა შუამდგომლობა და ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიდეო მიმართვა არანაირ კავშირში არ არის მის პარტიულ საქმიანობასთან და მან აღნიშნული ვიდეო მიმართვა მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა და მისი დაკავება მოხდა უკანონოდ. გიორგი გოგინავა გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის თავდასხმას სამართალდამცველებზე.
„სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დატოვა პატიმრობაში. გამოძიების ამ ეტაპზე, დაცვაც ყველაფერს გააკეთებს, რომ მოიპოვოს გამამართლებელი მტკიცებულებები.არსებითის განხილვის მოსამართლეს დავარწმუნეთ იმაში, რომ ის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით არის უდანაშაულო. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება არის აბსურდული, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამას, არ ვსაუბრობ დეტალებზე შეგნებულად იმიტომ რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებები ექნება დაცვის მხარეს ჩასატარებელი და ამის შემდეგ, როდესაც იქნება უტყუარი მტკიცებულებები, რომ ის არის უდანაშაულო, ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.
გირაოს თანხის გარდა შეთავაზებულ იქნა ალტერნატივის სახით ,უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, მაგრამ არც ეს გაიზიარა სასამართლომ და დატოვა პატიმრობაში.ვიდეომიმართავასთან დაკავშირებით, დაასაბუთა იმ გარემოებებით ,რომ ბრალდებას ამ ეტაპზე იმ სტანდარტით რითაც მას მიმართული აქვს შუამდგომლობით საკმარისად ჩათვალა ეს მტკიცებულებები, რომ მისთვის შეეფერდებინა პატიმრობა.
ვიდეო მიმართვის მოტივი იყო პირადი დამოკიდებულება ზოგადად, ანუ უსამართლობის განცდა და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო პირადი დამოკიდებულება და არა პარტიიული სახის., მაგრამ მან მალევე ბოდიში მოიხადა თავს გრძნობს დამნაშავედ და ინანიებს ამას. რაც შეეხება თავდასხმას, ამბობს რომ არანაირ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა გიორგი გოგინავამ.
ასლან ვაშაყმაძე თბილისის მე-9 სასჯეელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომდევნო სასამართლო პროცესი 2021 წლის 25 იანვარს გაიმართება.