ასოცირების შეთანხმების სუსტი და ძლიერი მხარეები
ფონდ “ღია საზოგადოების” ორგანიზებით, დღეს ექვსმა არასამათავრობო ორგანიზაციამ ანგარიში წარადგინა, რომელიც მონიტორინგს უწევს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას.
ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს სუსტ და ძლიერ მხარეებზე. სუსტ მხარეებად მართლმსაჯულების სისტემა, პროკურატურა და სასამართლო დასახელდა. ასევე, ბავშვთა უფლებები, რომელზეც არასამათავრობოებმა რეკომენდაციები ხელისუფლებას უკვე გაუგზავნეს.
ფონდ ღია საზოგადოებაში განაცხადეს, რომ პროკურატურასა და სასამართლოში რეალური რეფორმები არ განხორციელებულა.
ფონდის ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო, სადაც ევროპული სტანდარტების კოდექსი იქნა მიღებული.