მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ასტრაზენეკას”უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია-„ევროპის წამლის სააგენტო“

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით „ევროპის წამლის სააგენტოს“ კვლავაც არ გააჩნია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ვაქცინა თრომბოზს იწვევს. სააგენტოში ამბობენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია.

„ევროპის წამლის სააგენტო““ასტრაზენეჯას ვაქცინის შესწავლას კვლავაც განაგრძობს და საბოლოო დასკვნას უკვე 18 მარტს გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა, ამ ვაქცინის გამოყენება განაგრძონ.

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება.

NCDC–ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button