ასტრიდ ლინდგრენის სახლში მუზეუმი გაიხსნება
სტოკჰოლმში, ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ბინაში, მუზეუმი წლის ბოლომდე გაიხსნება.
მწერალი 2002 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ, სახლში არავინ ცხოვრობს.
ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში, ფერმერის ოჯახში დაიბადა. თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში.
გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს.
ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ზუსტად ეს თემა მისდევს.
მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნები და სერიებია: „პეპი გრძელწინდა“, „კარლსონი“, „გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი“, „ყაჩაღის ასული რონია“ და სხვა.
ასტრიდ ლინდგრენი და მისი ნაწარმოების გმირები – ნახეთ ვიდეო