აჭარაში 2 უბანზე პროცედურული დაღვევები დაფიქსირდა
აჭარაში ორ უბანზე რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა.
ერთ-ერთ უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე, ასევე არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა.
ქობულეთის მე-10 და ბათუმის პირველ უბნებზე დაიწერა თითო საჩივარი, სადაც დამკვირვებლებს უბნის თავმჯდომარეებმა რეგისტრატორისგან მოშორებით დგომისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.