რეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარაში 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცხრა თვის ბავშვს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვილი, კიდევ ერთი ხუთ წლის ბავშვთან და ქალთან ერთად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამივე მათგანი ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა – აქედან 68 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.

პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button