რეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარაში კრონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

შემთხვევები ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. დაინფიცირებილი ორი პაციენტი დედა-შვილია და ისინი ქუთაისში არიან გადაყვანილი. ორი კი, „მედლაფაში“ მკურნალობს.

კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი ბათუმში ცხოვრობს. ისინი რამდენიმე დღის წინ სტუმრად იმყოფებოდნენ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში.

ქობულეთის კლასტერის ახლო კონტაქტების რაოდეობა გაიზარდა. მკაცრი კონტროლი 410 პირზეა დამყარებული.

აჭარაში ინფიცირებულთა უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, თერმოსკრინინგი 4 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, 10-მდე ადგილობრივს კი, კორონავირუსზე იკვლევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button