მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჩავიდა, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში მებრძოლები მოინახულა მან ჯარისკაცების ორდენები გადასცა ამის შესახებ მედიას ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა მიაწოდა.
“ბახმუტის გმირებს უნდა ჰქონდეთ ის პირობები, რაც ყველა დანარჩენ ადამიანს აქვს- მათ შვილებს, ოჯახებს ვისურვებ, რომ ჰქონდეთ სითბო და ჯანმრთელობას. ასევე მათ ჰქონდეთ სინათლე. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც სინათლე ხან არის და ხან არა სინათლე მათში მაინც არ ჩაქრეს,”-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მედიას განუმარტეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ბახმუტში ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.

ნიკიფოროვის ინფორმაციით, ზელენსკიმ მოწინავე პოზიციები მოინახულა, მებრძოლები მედლებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა. „პრეზიდენტმა ბახმუტი უკვე დატოვა“, – უთხრა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინდელ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბახმუტი არის ყველაზე ცხელი წერტილი მთელ ფრონტზე.
მისი თქმით, ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მარტო რუსულ ჯარს, არამედ დაქირავებულ მეომრებსაც.

ბახმუტი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. მასზე გადის ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის, სევერსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის, კონსტანტინოვსკის, გორლოვკისა და ლუგანსკისკენ მიმავალი გზები. 2022 წლის მაისიდან ბახმუტთანაა ფრონტის ხაზი, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ჯარებმა პოპასნაიადან დაიხიეს, ხოლო რუსეთის ჯარებმა სლოვიანსკზე და კრამატორსკზე გადაიტანეს აქცენტი.
ბახმუტი რეგულარულად იბომბება. ქალაქს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, 70-ათასიანი ქალაქი მოსახლეობისგან ფაქტობრივად სრულადაა დაცლილი.
რუსეთის ფედერაცია დონეცკის ოლქზე კონტროლის დამყარებას სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან ცდილობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button