აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,”- თქვა ზურაბ პატარიძემ.
მან მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას” იმისათის რომ მისცა საშუალება დაეკავებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი, თუცა არ ლაპარაკა მიზეზებზე, რატომ დატოვა თანამდებობა.
მან შეაჯამა 2-წლიანი მუშაობის პერიოდი. პატარაძის თქმით, წელს ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობაა აჭარაში.
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 ივლისს აირჩიეს. პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ყოფნის დროს, პატარაძეს დავალელები მისცა და პრემიერისგან მან შენიშვნაც მიიღო. მამუკა ბატაძემ მაშინ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მოითხოვს გამოსწორებას.
ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტი ავტომატურად დათხოვნილად ითვლება.