მნიშვნელოვანისიახლეები
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შეგახსენებთ, გრიგოლ ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. მის ნაცვლად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.