რეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარის პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

აჭარის პროკურატურას კერძო იპოთეკით დაზარალებულები უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, დახმარებისთვის აჭარის პროკურატურას მიმართეს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ მათ დაზარალებულების სტატუსი არ მიანიჭა.

მათი თქმით, კერძო იპოთეკარმა ოჯახებისგან თანხა აიღო და უკან აღარ აბრუნებს, ახლა კი, მათ პროკურატურით ემუქრება.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მოუწოდებს აჭარის პროკურატურას, დაინტერესდეს ამ შემთხვევით და დაიცვას მოქალაქეების უფლებები.

ბრალდებებს უარყოფს იპოთეკარი ნონა აბულაძე. პროკურატურაში კი, კომენტარს არ აკეთებენ.

მოისმინეთ იპოთეკით დაზარალებულების და უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button