მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ვახო ხუზმიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ის ტელევიზიაში რჩება და საავტორო გდაცემაზე მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2020 წელს გახდა, ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის გზით. მანამდე კი იგი რეგიონული მაუწყებლის დირექტორის მოადგილე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button