ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია- პირდაპირი ჩართვა

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო გაძნელა, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა, ამის მიუხედავად ცეცხლი ორ ჰექტარზე გავრცელდა.

ატენის ხეობაში, სტიქიის ზონაში ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საჯარისო ნაწილებიც, 50-მდე მეხანძრე მაშველი და სპეც ტექნიკა.

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.

 

პირდაპირ ეთერში გვერთვება ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ►

მსგავსი პოსტები

Back to top button