მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანს ტოვებენ

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითიც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.

ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.

“ IAEA-სინსპექტორთა გუნდმა მშვიდობიანად დატოვა ირანი, ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც ისინი ბოლო კონფლიქტის პერიოდში თეირანში იმყოფებოდნენ.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა IAEA-ს მიერ ირანში საჭირო მონიტორინგისა და სავერიფიკაციო აქტიურობების რაც შეიძლება სწრაფად განახლების დეტალების საკვანძო მნიშვნელობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს, 4 ივლისს, თეირანი ინსპექტორთა ბოლო ჯგუფმა დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button