ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

აცრისთვის 200-ლარიანი დანამატი 10 121 პენსიონერს დღეს ჩაერიცხება 

200-ლარიანი ერთჯერადი  დანამატი 10 121 ადამიანს  დღეს ჩაერიცხება

„60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა“,-ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

60 წლის და  ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც  პირველი დოზით აცრილები   ან სრულად ვაქცინირებულები არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად  ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან , ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა “ლიბერთი ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლადგახსნილ  ანგარიშზე მოხდება.

იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი , რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი  დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება,  თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button