მოზაიკასიახლეები

ფინკა-ბანკის აუდიოწიგნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის

ფინკა ბანკმა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნები 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

„ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნის სასარგებლო რჩევები და სახალისო დავალებები ბავშვებმა გაახმოვანეს.

აუდიოწიგნი სოციალურ საწარმო „ჰერაში“ ჩაიწერა, სადაც შშმპ პირები არიან დასაქმებულები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც გაიგზავნება საქართველოს რეგიონების ყველა ბიბლიოთეკაში, რომლებითაც შშმპ ბავშები სარგებლობენ, აუდიოწიგნი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში.

„ეს არის ფინკა ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ამავე დროს, ძალიან სასარგებლო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. აღსანიშნავია, რომ შშმპ პირების ინტეგრაცია და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბავშვებს დავეხმაროთ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მივცეთ საბაზისო ცოდნა ფინანსური განათლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს არის მათთვის სრულიად ახალი ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ასეთი სახით სკოლაში არ ასწავლიან“- აღნიშნა ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button