აუდიტის სამსახურის დასკვნა შესაძლო დარღვევებზე [აუდიო]

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის დაჯარიმებას ითხოვს.

როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადეს, ამის მიზეზი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, უკანონო შემოწირულობები და სხვადასხვა ადმინიტრაციული სამართალდარღვევაა.

ლაპარაკია ლევან ვარშალომიძესთან, რიმა ბერაძესა და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეებზე. დოკუმენტში გამოკვლეულია ჰქონდა თუ არა ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას, ან სხვა გადაცდომას პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.

ერთ-ერთი შემთხვევა აუდიტის სამსახურის კომპეტენიას სცილდება, საუბარია ლევან ვარშალომიძის დაპირებაზე საცხოვრებელი სახლების გადაცემასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას და ამავე უწყებიდან ლევან აზნაურაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button