აუდიტორია 115-ის წევრი დამკვირვებლებს და კოორდინატორებს აგიტაციაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აუდიტორია 115-ის წევრი ირაკლი კუპრავა ვაკის მე-2, მე-4 და მე-6 საარჩევნო უბნებთან მყოფ დამკვირვებლებს და კოორდინატორებს წინასაარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებს. ირაკლი კუპრავას განცხადებით, აღნიშნული პირები ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან.
მოისმინეთ ინციდენტის ამსახველი აუდიომასალა და ირაკლი კუპრავას კომენტარი, რომელიც მან რადიო თბილისს მისცა ►