აუქციონზე ჰიტლერის წინდებსა და გერინგის ქვედა საცვალს გამოფენენ

Hermann Historica-ს სააუქციონო სახლი ნაცისტურ დამნაშავეთა და მათი ახლობლების პირადი ნივთების გაყიდვას გეგმავს, – იუწყება გამოცემა Daily Mail.

აღნიშნული ნივთები ამერიკელი ექიმის, აწგარდაცვლილი ჯონ ლატიმერის კოლექციაში ინახება.

აუქციონზე სპეციფიკურ ექსპონატებს გაიტანენ, რომელთა შორის ჰიტლერის ჰალსტუჰი და წინდები, რეიხსმარშალ ჰერმან გერინგის ფეხსაცმელი და კალსონი, რეიხსფიურერ ჰენრიხ გიმლერის ხელნაწერები, აგრეთვე ფიურერის მეუღლის – ევა ბრაუნის კაბა იქნება.

ექსპონატების სასტარტო ფასი 1000 ევრომდე იქნება. აუქციონი მიმდინარე წლის 18 მაისს ბერლინში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button