აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის ნივთები 5 მილიონ დოლარად გაიყიდა [Photo/video]

Christie’s აუქციონზე ბრიტანეთის გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ნივთები 3 280 475 გირვანქა სტერლინგად ანუ 4,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირფასი ლოტი, თეთრთავა არწივის სტატუეტი, რომელიც ლედი მარგარეტს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1984 უსახსოვრა, 403,7 დოლარად გაიყიდა.

სიძვირით მეორე ადგილი ტეტჩერის წითელმა ატაშე-კეისმა დაიკავა, რომელშიც პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო მნიშვნელობის მასალებსა და დოკუმენტებს ინახავდა. ასევე გაიყიდა ტეტჩერის ბრილიანტის კოლიე, ლურჯი ხავერდის საქორწინო კაბა და სხვა სამახსოვრო ნივთები.

Christie’s ონლაინ აუქციონი, რომელზეც “რკინის ლედის” 200 ნივთი გამოიფინა, 3 დეკემბერს დაიწყო და 16 დეკემბერს დასრულდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25462″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button