კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაკარგული შალვა გულუა ნაპოვნია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული შალვა გულუა უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.

გულუა გაუჩინარების ფაქტს ხსნის იმით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა და ამიტომ გაერიდა იქაურობას.

რადიო თბილისს შსს-ში განუცხადეს,რომ შალვა გულუა უკვე გამოკითხეს სამართალდამცველებმა.

შალვა გულუა 21 დეკემბერს გაუჩინარდა. ის დისტრიბუტორია. ავტომანქანა, რომლითაც გულუა გადაადგილდებოდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში იპოვეს. ავტომანქანა დაზიანებული იყო.

შალვა გულუას დედის განცხადების საფუძველზე, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button