აუქციონზე მამაკაცის გენიტალიები ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა [Photo]

b8ca9d8a-c103-4cd2-86e6-ed697d6314e7ფოტოსურათი – „მამაკაცი პოლიესტერის კოსტუმში“, რომელზეც პენისია გამოსახული, Sotheby’s აუქციონზე 478 ათას დოლარად გაიყიდა. სკანდალური ფოტოგრაფიული სურათის ავტორი, ამერიკელი რობერტ მეპლტორპია, – გვაცნობებს აუქციონის ოფიციალური საიტი.

სურათზე ფერადკანიანი მამაკაცია გამოსახული, რომელიც მეპლტორპის საყვარელი იყო. მართალია, უცნობი კაცის სახეს ვერ ვხედავთ, მაგრამ წინა პლანზე მისი პენისია გამოსახული, რომელიც ჩახსნილი შარვლიდან მოჩანს.

„იმ დროს – 1980 წელს, როცა მეპლტორპმა სურათი გადაიღო, ის ყველაზე ავანგარდულ ნამუშევრად ითვლებოდა, თუმცა თავის აქტუალურობას დღესაც არ კარგავს“, – განაცხადა აუქციონის ფოტოსურათების განყოფილების ხელმძღვანელმა – ქრისტოპერ მაჰოუნიმ.

hc2მაჰოუნის ინფორმაციით, „მამაკაცი პოლიესტერის კოსტუმში“ სეზონის ყველაზე ძვირადღირებულ ლოტად დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ მეპლტორპმა, სკანდალურად გამოცხადებული სურათების გამო, მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. იგი 1989 წელს, 42 წლის ასაკში, შიდსის ვირუსით გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button