ავადმყოფმა მსახიობმა 100 ათასი დოლარი შეაგროვა [Video/Photo]
37 წლის მსახიობი რეიჩელ ფაროხი, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ სენ-კლემენტში ცხოვრობს, უკვე 10 წელია ანორექსიით იტანჯება და სულ 18 კილოგრამს იწონის.
თერაპიის ხანგრძლივი კურსების შემდეგ, მედიკოსებმა უარი განაცხადეს პაციენტის შემდგომ მკურნალობაზე, ვინაიდან, რეიჩელის გამოჯანმრთელების იმედი აღარ აქვთ.
თუმცა, ქალი იმედს არ კარგავს და ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც 100 ათას დოლარს ითხოვდა ერთადერთ კლინიკაში სამკურნალოდ, რომელიც პაციენტს ვერ აიმედებს, მაგრამ გამოჯანმრთელების მცირე შანსს მაინც აძლევს.
“ანორექსიამდე, რეიჩელი ლამაზი, ჯანმრთელი და აქტიური იყო. თავიდან, მას მარტო რამდენიმე კილოგრამის მოკლება სურდა, ახლა კი სულ გახმა და ჩემი დახმარების გარეშე ვერ მოძრაობს”, – ამბობს რეიჩელის მეუღლე რონ ედმონდსონი.
22 მაისს საჭირო თანხა უკვე მოგროვდა, ბევრმა ანონიმურმა ქველმოქმედმა რამდენიმე ათასი დოლარი ერთბაშად ჩარიცხა.
რეიჩელ ფაროხი ფართო მაყურებლისთვის არ არის ცნობილი. ის მრტო ეპიზოდური როლებს ასრულებდა.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7304″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]