რეგიონისიახლეები

ავარია კახეთში – არიან გარდაცვლილები

საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა. შუა ხნის ასაკის ქალი “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში სოფელ მანავთან მომხდარი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს. ჰოსპიტალში რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

” დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ოპერაცია ჩაუტარდა ჩვენთან. მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. როგორც იცით, მისი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა”- განაცხადა მორიგე ექიმმა.

მძიმე მდგომარეობაშია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად, ამტელ- ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ბავშვის მდგომარეობა, შედარებით მსუბუქია და ის პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სექტემბერს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომლეშიც რუსთავში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, სოფელ მანავთან ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც კლინიკაში დაღუპული ქალის მეუღლეა. დაშავებული ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი კი, გარდაცვლილების შვილიშვილი და შვილთაშვილი არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button