მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში-გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

ავარია კახეთში- გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.

შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთი გარდაცვლილი, კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ნოშრევან თუშიშვილია, მეორე კი, კახეთში რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელის, კოტე მახათელაშვილის ვაჟი, გიორგი მახათელაშვილი.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button