მნიშვნელოვანირეგიონი
		
	
	
ავარია კახეთში- მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა

სამი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით,  “მერსედესის  ” მარკის  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი  ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 
შეჯახების შედეგად  დაშავდა ავტომობილის  მძღოლი და ორი  მგზავრი.
დაშავებულები  სხეულის სხვადასხვა სახის  დაზიანებებით,  სასწრაფო- სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. 
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
 
				 
 



