მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავარია კახეთში – მიკრო-ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა დაშავდა 6 მგზავრი

ავარია კახეთში – დაშავებულია 6 მგზავრი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე- თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

მიკრო-ავტობუსს რომელსაც სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა.

მიკროავტობუსი გადატრიალდა, რის შედეგადაც მგზავრებმა მრავლობითი დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის დგომარეობა საყურადღებოა და ამ დროისათვის აუცილებელი გამოკვლევა მიმდინარეობს.

ერთ- ერთი მგზავრი კი, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button