მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გელათთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ორი პირი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button