მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში-მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში- ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

პირველადი მონაცემებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button