მნიშვნელოვანირეგიონი
ავარია კახეთში-ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში- გარდაცვლილია ორი ადამიანი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ალვანის მიმართულებით, მდინარე ალაზნის გადასასვლელ ხიდთან მოხდა.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა.
შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლის მეუღლე და და 6- დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ ამ წუთებში, შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.