მნიშვნელოვანირეგიონი
ავარია კახეთში_ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – დაშავდა ორი ადამიანი.
შემთხვევა სოფელ ანაგასთან მოხდა, სადაც ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
ძლიერი შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა და სრულად დაიწვა.
ავარიის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.