მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში_გარდაიცვალა მამაკაცი

თელავში ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირში.

შემთხვევის შედეგად, 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ერთ- ერთ მოსახვევში შესვლისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მკვეთრი მანევრის გამო, მანქანა გადაბრუნდა და მძღოლი ქვეშ მოიყოლა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ადგილზე მისვლამდე, დაშავებული გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button