მნიშვნელოვანირეგიონი

ავარია კახეთში_გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში- გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს ჯეოპისპიტალსში გადაიყვანეს.

ექიმების განმარტებით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button