რეგიონი
ავარია მილსადენზე – ლაგოდეხის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მილსადენი, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა.
ავარია სოფელ კაბალში მოხდა. როგორც რადიო “ჰერეთს” კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელი ხაზის ოპერატორმა განუცხადა, “დაზიანება დიდია და დღის ბოლომდე ბუნებრივი აირის აღდგენა ვერ მოხერხდება”.
მუნიციპალიტეტის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება წუხელვე, ნაწილს კი დღეს დილით შეუწყდა.