მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავარია წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში, ავარიის შედეგად, 50 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. მძიმეა ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანის მდგომარეობაც. მათგან ერთ-ერთი 11 წლის მოზარდია. ყველა დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ადგილობრივის თქმით, გარდაცვლილი ქალი მძღოლის მეუღლე იყო. ავარიის მიზეზს იგი დარწმუნებით ვერ ასახელებს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულ 11 წლის გოგონას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რეფერალური ბრიგადა მას სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button