ავარიას აფენი-გურჯაანის გზაზე მამაკაცი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა შემთხვევა. გურჯაანი-აფენის საავტომობილო გზაზე, “მერსედესის” მარკის ავტომობილი, “ნისან იქსტერას” შეეჯახა.

შეჯახება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ “ნისანის” მარკის ჯიპი გადაბრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც “ნისანი” გზის სავალი ნაწილიდან იყო გადასული, მანქანა გაჩერებული იყო და მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახური. “მერსედესის” მძღოლი სხეულის დაზიანებით გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button