ავარიას გურჯაანში 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოავარიას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს “ჟიგულის” მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

ექიმების ინფორმაციით, ავტოავარიის დროს დაშავებული მეორე პიროვნება, ამ დროისთვის, გურჯაანის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახეთის საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button