მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიას კახეთში ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

ავარია გურჯააანში-გარდაცვლილია ოჯახის სამი წევრი- დედა, მამა და მცირეწლოვანი.

ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში.

შემთხვევა წუხელ, სოფელახაშნის ტრასაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.

ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.

გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button